იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს, ხვიჩა კვარაცხელია კი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ქართველს მცირე დაზიანება აწუხებდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და იტალიური პრესა წერს, რომ მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, ხვიჩა ძირითადში არ ყოფილა, ბოლო ორ მატჩში მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა. „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.