ფეხბურთი

17:56 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "კარგი სეზონი გვქონდა, 3 ტიტული მოვიგეთ, პერესისგან გარანტიები მივიღე"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფლორენტინო პერესისგან გარანტიები მიიღო და სურს ესპანურ გრანდში კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს, რომელიც ძალაში 2024 წლის ზაფხულამდეა.

იტალიელი სეზონითაც კმაყოფილია, თქვა, რომ სამი ტიტული მოიგეს და კიდევ ერთ ფინალთან ერთ ნაბიჯში იყვნენ.

„უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ სეზონმა კარგად ჩაიარა. რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები ლა ლიგაში გამოსვლით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ სხვა ტურნირებზე და სამი ტიტული მოვიპოვეთ. ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მტკივნეულია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნახევარფინალამდე მივედით. ახლოს ვიყავით კიდევ ერთ ფინალთან, მტკივნეული იყო, მაგრამ ხანდახან შევხვდებით გუნდს, რომელიც უკეთ თამაშობს. ახლა მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.

2018 წელს, რონალდუს წასვლის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაიწყეს ვეტერანების შეცვლა. ორი წლის შემდეგ ვინისიუსი ძირითადის უცვლელი წევრია, კამავინგაც, როდრიგოც. გარდამავალი პერიოდი უკვე დაწყებულია, ახალგაზრდები უფრო მეტად გაიბრწყინებენ. თუმცა დადგება ის დღეც, როცა მოდრიჩი, ნაჩო, ბენზემა და კარვახალი ამ გუნდში თამაშს შეწყვეტენ.

ბენზემას კრიტიკას და მასში ეჭვის შეტანას აზრი არ აქვს. ცუდი თამაში ჰქონდა „სიტისთან“, მაგრამ არა მხოლოდ მას. ის ამ კლუბში ლეგენდაა, ჩვენ ყველამ ცუდად ვითამაშეთ. ბრაზილიის ნაკრები? ვფიქრობ, ყველამ იცით ჩემი მდგომარეობა, არ მინდა კონტრაქტის გაწყვეტა, მინდა აქ 2024 წლამდე დავრჩე. პერესთან შეხვედრა გუშინ გვქონდა და მან მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ოთხშაბათის მატჩზეც ვისაუბრეთ. გარანტიები მივიღე? დიახ“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.1134