ფეხბურთი

10:27 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ბარსელონაში" მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, მაგრამ ეს შედეგებზეა დამოკიდებული"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ მისი კონტრაქტი ახლა პრიორიტეტული არ არის და „ბარსაში“ მთელი ცხოვრება დარჩებოდა, თუმცა, ეს შედეგებზეა დამოკიდებული.

„აღტაცებული ვარ და ვამაყობ ტიტულით. ამ მატჩში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ვისიამოვნებთ, რომლებსაც ზეიმი სჭირდებათ. ჯერ კიდევ გვაქვს მიზნები, მაგალითად, ლევანდოვსკის ბომბარდირობა, ყველაზე მეტი მშრალი კარი და საუკეთესო დაცვა ლიგაში.

ფეხბურთელების გაშვება გუნდიდან? ყველაფერს ვგეგმავთ, მაგრამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა. თუმცა, გადაწყვეტილებების 99% მიღებულია, ბოლო ოთხი თამაშით აზრს არ შევიცვლით. „სიტი“ – „რეალი“? გვარდიოლას გუნდმა დაიმსახურა, ნამდვილად ყველაზე ძლიერები არიან. ჩვენს სეზონს „რეალის“ სეზონზე არ გავცვლიდი, გავიხსენოთ სად ვიყავით ერთი წლის წინ. რაც შეეხება ჩემი კონტრაქტის განახლების, ახლა ეს არ არის პრიორიტეტი. მაქვს ერთწლიანი კონტრაქტი, არასდროს ვიქნები პრობლემა „ბარსელონასთვის“. აქ მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშსა და შედეგებზეა დამოკიდებული. ამ სეზონში პირველი ნაყოფი მოვიმკეთ, მაგრამ დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონა“ გასულ სეზონში ჩაიბარა და გუნდს წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.117849