თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ს პლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა „ბრიდიზი“ იოლად დაამარცხა - 3:0. სერიის მესამე შეხვედრა ბოლონიელებმა სტუმრად 100:95 მოიგეს და ყველაფერს წერტილი დაუსვეს.
კარგი თამაში ჰქონდა შენგელიას, რომელმაც 25 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ამრიგად, ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.
„ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალში მეტოქე დაელოდება, რადგან დანარჩენ მეტოთხედფინალურ სერიებში ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.