ფეხბურთი

21:45 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე გაფრინდაშვილის გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში „ზაგლებიემ“ „სტალი“ 2:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 33-ე წუთზე მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა და ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და დამაჯერებლად იმარჯვეს, ხოლო თორნიკე მოედანზე 75-ე წუთამდე იყო.

გაფრინდაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22-ე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.

„ზაგლებიეს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 27 მაისს, ჩემპიონ „რაკუვს“ უმასპინძლებს.

0.115528