ფეხბურთი

11:43 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "თამაშის ბედი დეტალებმა გადაწყვიტეს, შეცდომები ძვირად დაგვიჯდა"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სევილიასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, განსხვავება დეტალებმა შექმნეს და მის გუნდს ძვირად დაუჯდა რამდენიმე შეცდომა.

„ასეთ მატჩებში განსხვავებას დეტალები ქმნიან, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. ეს არის ნაბიჯები, რომელიც უნდა გაიარონ ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომელთაც მცირე გამოცდილება აქვთ. 2:1-მდე შეგვეძლო ჩვენ გაგვეტანა, 1:0-ის შემდეგ კი შეცდომები დავუშვით, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, მათ უკეთ ითამაშეს.

ახლა ენერგიის აღდგენა გვჭირდება, რათა ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავოთ. უნდა გადავლახოთ ეს იმედგაცრუება, „ემპოლისთვის“ მზად უნდა ვიყოთ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ როგორც ვთქვი, დეტალებმა განსხვავება შექმნეს. ბიჭებს მადლობას ვეუბნები. ბიჭები ტიროდნენ და იმედგაცრუებულები იყვნენ. შეცდომები დავუშვით იმ 7 წუთში, როცა ორი საგოლე მომენტი გვქონდა, შეცდომები ძვირად დაგვიჯდა“, - თქვა ალეგრიმ.

0.113706