ფეხბურთი

21:43 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ დანიის თასი მოიგო, "კოპენჰაგენმა" ფინალში "ოლბორგს" აჯობა

დანიის თასის ფინალში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ „ოლბორგი“ დიოგო გონსალვეშის გოლით დაამარცხა და სეზონში ტიტული მოიპოვა.

ქართველი მცველი ტრავმირებულია და არ უთამაშია, თუმცა, ცხადია, მედალი მასაც ერგო. ხოჭოლავამ დანიის თასი პირველად მოიგო, ზოგადად კი, სათასო ტურნირი ყველგან აქვს მოგებული, სადაც უთამაშია - საქართველოში, უკრაინასა და ახლა უკვე დანიაშიც. გასულ სეზონში ის დანიის ჩემპიონიც გახდა და ამ ტიტულის მეორედ მოგების შანსი ახლაც აქვს, „კოპენჰაგენი“ სუპერლიგაში ლიდერია და სეზონის ბოლომდე 3 ტურიღა რჩება.

ხოჭოლავამ დანიის თასის მოგებაში წვლილი სამ მატჩში გატანილი 1 გოლით შეიტანა. თან, ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რომ არა ეს, „კოპენჰაგენი“ „ჰობროსთან“ გავარდებოდა, საბოლოოდ კი 1:1 ითამაშა და პენალტების სერიაში მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.119212