ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ცნობილია.
სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის ქულების მიხედვითაა შედგენილი. ბუნებრივია, რომ მასში ძირითადად „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ ფეხბურთელები მოხვდნენ.
მეკარე: ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
მცველები: კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი), მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი), ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), მალიკ ტიაო (მილანი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი)
ნახევარმცველები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
თავდამსხმელები: ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი)