ოთხშაბათს, 17 მაისს, ინგლისური ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ქოვენთრიმ“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხა „მიდლსბრო“ და შეჯიბრის ფინალში გავიდა.
ერთადერთი გოლი „ქოვენთრის“ ნახევარმცველმა გუსტავო ჰამერმა 57-ე წუთზე გაიტანა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ამრიგად, ორი თამაშის ჯამში „ქოვენთრი“ ფინალშია.
ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის უფლებისთვის გადამწყვეტ მატჩში გუნდი „ლუტონთან“ ითამაშებს. მატჩი „უემბლის“ სტადიონზე 27 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
მარკ რობინსის შეგირდებს შანსი მიეცათ 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ ელიტაში.
მანამდე „ბარნლი“ და „შეფილდ იუნაიტედი“ პირდაპირ გადავიდნენ პრემიერლიგაში.