მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სტამბოლში დაბრუნება სურს, სადაც 18 წლის წინ „მილანთან“ ერთად „ლივერპულის“ წინააღმდეგ ეპიკური ფინალი წააგო.
იმ შეხვედრაში ანჩელოტის გუნდი 3:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
„ბევრჯერ ვნახე, ძალიან კარგად ვითამაშეთ. რომ მოგვეგო, ეს იქნებოდა საუკეთესო ფინალი, რომელშიც ჩემს გუნდს უთამაშია. სტამბოლი, ჩემთვის ერთადერთ წაგებულ ფინალთან ასოცირდება და არც ისე კარგ მოგონებად რჩება, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა იქ დაბრუნდა.
მოდრიჩი? ის უკვდავია. მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის ახერხებს ძალიან მაღალი დონის შენარჩუნებას. ვინისიუსი დიდი ტალანტია, ბოლო ორ წელიწადში ძალიან მოუმატა.
არ ვიცი ჩემი მომავალი, დავრჩები მანამ, სანამ კლუბი მოინდომებს. ბევრი ისაუბრეს ბრაზილიის ნაკრების შესახებ, მაგრამ რეალურად ეს არ არსებობს. ფეხბურთი ჩემი ნაწილი იქნება მაშინაც, როცა მწვრთნელი აღარ ვიქნები, ფეხბურთს ისევ ვუყურებ და ვიქნები რამდენიმე გუნდის გულშემატკივარი, მათ შორის, ნამდვილად მადრიდის „რეალის“, - თქვა ანჩელოტიმ.