„ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტის დარჩენა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ იტალიური მედია ახალი კონტრაქტის დეტალებზე წერდა.
ამჯერად Corriere Dello Sport-ი საპირისპირო ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვით, 64 წლის სპეციალისტს დარჩენის გადაწყვეტილება არ მიუღია. სპალეტის აურელიო დე ლაურენტისთან კონკრეტული მოთხოვნები აქვს.
სურს, რომ კიმ მინ-ჯე და ვიქტორ ოსიმენი შეინარჩუნოს, რაც ჯერჯერობით, საეჭვოა. გარდა ამისა, მისთვის კითხვებს აჩენს კლუბიდან სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის შესაძლო წასვლა, რაც თითქმის გადაწყვეტილია - ის „იუვენტუსში“ გადავა.
სპალეტის პოტენციურ შემცვლელთა შორის Corriere Dello Sport-მა ოთხი მწვრთნელი დაასახელა: ანტონიო კონტე, ჯან პიერო გაპსერინი, ვინჩენცო იტალია და კრისტოფ გალტიე. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხეულიდან ამჟამად მხოლოდ კონტეა უმუშევარი.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.