„მილანიდან“ შესაძლოა პაოლო მალდინი დაითხოვონ. Sportitalia-ს ცნობით, წარუმატებელი სეზონის გამო, კლუბის მფლობელებს მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან კითხვები აქვთ, მაგრამ მასზე მეტად გათავისუფლება მალდინის და სპორტულ დირექტორ ფრედერიკ მასარას ემუქრებათ.
ამ დუეტის გაკეთებულმა ტრანსფერებმა გასულ ზაფხულს პრაქტიკულად არ გაამართლა, რის გამოც პიოლის შემადგენლობაში როტაციის საშუალება არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მალდინიმ „ინტერთან“ წაგების შემდეგ ღიად ისაუბრა, რომ შემადგენლობა გაძლიერებას მოითხოვს, რადგან ამჟამად „მილანი“ დიდ გუნდებთან კონკურენციისთვის მზად არ არის.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინის დაბრუნების შემდეგ „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში გუნდი სერია A-ში ცუდად თამაშობს და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვოს.