ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტიმ აურელიო დე ლაურენტისს გუნდში დარჩენის სანაცვლოდ პირველ რიგში 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ რამბაუდის გაკეთებული განცხადების მიხედვით, სიაში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია.
„ლუჩანო სპალეტიმ დე ლაურენტისთან შეხვედრისას 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოითხოვა: ესენი არიან, ოსიმენი, ლობოტკა, კიმი და დი ლორენცო. ძალიან ბევრია? არა, „ნაპოლი“ ძლიერია და ლოგიკურია, რომ გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, - თქვა რამბაუდიმ.