ფეხბურთი

23:35 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანის აგენტი: "ბაიერნიდან" გათავისუფლების ამბავი ჟურნალისტისგან გავიგეთ"

იულიან ნაგელსმანის აგენტმა ფოლკერ სტრუტმა „ბაიერნიდან“ მისი კლიენტის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არც მან და არც ნაგელსმანმა არაფერი იცოდნენ და „ბაიერნიდან“ გათავისუფლების ამბავი ჟურნალისგან შეიტყვეს.

„ღვინოს ვსვამდით, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა: „როგორ, ჯერ არ იცი? იულიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ტუხელი ახალი მწვრთნელია“. როცა ეს იულიანს ვუთხარი, მიპასუხა: „მეხუმრები?!“ თვითონაც არაფერი იცოდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ გაათავისუფლეს, არამედ როგორ...“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანის ნაცვლად „ბაიერნში“ მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დანიშნეს.

0.110741