საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.
საუკეთესოს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი გამოავლენს, მიქაუტაძის კონკურენტები კი ჯოშ მაჯა (ბორდო), ჟან-ფილიპ კრასო (სენტ ეტიენი), ნილს ნკუნკუ (სენტ ეტიენი) და ვიქტორ ლეხალი (ლე ავრი) არიან.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო 2010 წელს ოლივიე ჟირუს აქვს მოგებული. საუკეთესოები გამოვლინდებიან სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ლიგა 2-ში, ისე ლიგა 1-ში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მისი სეზონიდან გამომდინარე, ქართველი ფორვარდი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების გამოკვეთილი ფავორიტია.