ფეხბურთი

1:54 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა. „ელ ლოკო“ „სელესტეს“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანას ეცდება.

ბიელსა 1998-2004 წლებში არგენტინის, ხოლო 2007-2011 წლებში ჩილეს ნაკრების თავკაცი იყო. 2018-2022 წლებში ის „ლიდს იუნაიტედში“ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაის ნაკრების ისტორიაში ბიელსა სულ მეორე უცხოელი მწვრთნელია. პირველად ეს პატივი დანიელ პასარელას ერგო, რომელიც ურუგვაიში 1999-2001 წლებში მუშაობდა.

0.122703