ათენის აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა. ათენელებმა ბოლო ტურში შინ „ვოლოსი“ 4:0 გაანადგურეს და საბოლოოდ, 5 ქულით გაასწრეს „პანათინაიკოსს“.
აღსანიშნავია, რომ „პანათინაიკოსს“ და აეკ-ს სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 77-77 ქულა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ორ ტურში აეკ-მა 6 ქულა მოიპოვა, „პანამ“ კი მხოლოდ 1, შესაბამისად, მეორე ადგილს დასჯერდა.
ათენის აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონი 2018 წლის მერე პირველად, ისტორიაში კი მე-13-ედ გახდა. აქვე გეტყვით, რომ ბერძნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდაა, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც „სან ხოსეში“ ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას მწვრთნელი იყო.