ფეხბურთი

20:24 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: "მალდინის 2009 წლის მერე აღარ უთამაშია, მაგრამ "მილანთან" კონტრაქტი 2010 წლამდე ჰქონდა"

„მონცას“ გენერალურმა დირექტორმა და „მილანის“ ყოფილმა ბოსმა ადრიანო გალიანიმ პაოლო მალდინის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

როგორც მან თქვა, მალდინის „მილანთან“ კონტრაქტი 2010 წლამდე ჰქონდა და ხელფასსაც იღებდა, მაგრამ მოედანზე 2009 წლის შემდეგ აღარ გასულა.

„როდესაც მალდინიმ კარიერა დაასრულა, რამდენიმე თვეში ვცადე მისთვის აზრის შეცვლა. პაოლოს ამის გაგონება არ სურდა და ამბობდა: „არა, არა, შევჩერდი, კმარა“. მე დაჟინებით ვუთხარი: „პაოლო, მომისმინე: კონტრაქტს გავაფორმებთ 2010 წლამდე, დაბრუნდი“. ის დავარწმუნე კონტრაქტის 2009-2010 წლების სეზონის ბოლომდე გაფორმებაში მინიმალური ხელფასით, მაგრამ მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

ხანდახან ვურეკავდი და ხუმრობით ვეუბნებოდი: „მოდი პაოლო და ივარჯიშე, კონტრაქტის დარღვევას გატყობ!“. ასე რომ, როდესაც ამბობენ, მალდინიმ კარიერა 2009 წელს დაასრულა, ეს ტექნიკურად ასეა, მაგრამ არასწორია, რადგან „მილანთან“ კონტრაქტი 2010 წლის ივნისამდე ჰქონდა და ჩვენი ხელფასი მოიპარა (იღიმის - რედ)“, - თქვა გალიანიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინიმ „მილანის“ მაისურით 1985-2009 წლებში 902 მატჩი ჩაატარა.

0.120888