კალათბურთი

2:15 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გასაოცარმა ჯეისონ ტეიტუმმა "ბოსტონი" კონფერენციის ფინალში გაიყვანა

„ბოსტონმა“ სერიის მეშვიდე შეხვედრაში „ფილადელფია“ დაამარცხა და კონფერენციის ფინალში გავიდა. „სელტიქსმა“ მეტოქეს გადამწყვეტ მატჩში ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ, 112:88 მოიგო. გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელშიც „ბოსტონმა“ 23 ქულით იმარჯვა, რის შედეგადაც „ფილამ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

გაიბრწყინა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც 51 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. მისმა თამაშმა „ბოსტონის“ გამარჯვება დიდწილად განაპირობა. 25 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს, ხოლო 10-ქულიან ზღვარს კიდევ ერთი მოთამაშე გადასცდა - მალკოლმ ბროგდონი, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო, სხვებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ. თუმცა, ესეც საკმარისი გამოდგა გასამარჯვებლად.

თავის მხრივ, „ფილადელფიაშიც“ ვერავინ გაიბრწყინა: ტობიას ჰარისმა 19 და ტაირის მაქსიმ 17 ქულა დააგროვა, ხოლო ჟოელ ემბიიდმა მხოლოდ - 15.

„ბოსტონი“ NBA-ს ნახევარფინალსა და კონფერენციის ფინალში „მაიამის“ შეხვდება, მეორე წყვილში „ლეიკერსი“ „დენვერს“ დაუპირისპირდება.

0.149983