იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ 2:0 დაამარცხა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველმა მცველმა 70 წუთი ითამაშა, თითქმის უშეცდომოდ, ყოველ შემთხვევაში, მის გამო „კრემონეზე“ ნამდვილად არ დამარცხებულა. „იუვემ“ კი მეტოქეს იოლად აჯობა, დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც მეორე ტაიმში გოლებშიც ასახა.
ანგარიში ნიკოლო ფაჯოლიმ გახსნა: მან ეფექტური გოლი შეაგდო, 55-ე წუთზე. ფაჯოლიმ კარიერა „კრემონეზეს“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ გადავიდა „იუვეს“ აკადემიაში, ხოლო გასული სეზონი იჯარით ისევ კრემონელებში გაატარა და გუნდის სერია A-ში გადმოსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა, ფაჯოლი იუვენტინოა და გოლის შემდეგ ტურინელთა ლოგოსაც ეამბორა. მეორე გოლი გლეისონ ბრემერის აქტივშია 79-ე წუთზე.
„იუვენტუსი“ 69 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „კრემონეზე“ 24 ქულით მე-19 ადგილზეა. ლოჩოშვილის გუნდს ძალიან გაუჭირდება ელიტაში დარჩენა, რადგან დარჩენილ სამ ტურში სამივე მატჩი მოსაგები აქვს, თან კონკურენტებმა ქულები უნდა დაკარგონ.
მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა სერია A-ს 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ იტალიის თასზეც ითამაშა. კრემონელები მომდევნო ტურში 20 მაისს „ბოლონიას“ უმასპინძლებენ.
„იუვენტუსი“ – „კრემონეზე“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ფაჯოლი (55), 2:0 ბრემერი (79)