კალათბურთი

17:17 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 11 ქულა, "მურსია" პლეი-ოფის ზონაში შევიდა

ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში „მურსიამ“ „ბილბაო“ 67:55 დაამარცხა. მასპინძლები თითქმის მთელი თამაში მეტოქეს აღემატებოდნენ და საბოლოოდ დამსახურებულადაც მოიგეს.

თად მაკფადენმა 23:18 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა. რატი ანდრონიკაშვილს ისევ ძალიან მცირე დრო დაეთმო, სულ რაღაც 10 წამი... ბუნებრივია, ამ დროში მან ვერაფრის გაკეთება მოასწრო.

„მურსიასთვის“ ეს იყო ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და პლეი-ოფის ზონაში შევიდა, რის შედეგადაც, 16 მოგება/17 წაგებით მერვე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 24 მაისს, „ბარსელონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115001