ჯირო დ’იტალიას მონაწილეებს მერვე ეტაპზე ორი სამთო მონაკვეთის გავლამ მოუწია. გამარჯვება ირალნდიელმა ბენ ჰილიმ მოიპოვა, რბოლის ფავორიტმა რემკო ევენეპოელმა კი დრო დაკარგა, თუმცა კვირის დროზე რბოლის წინ, მალია როსას დაბრუნების კარგი შანსი აქვს.
ჰილიმ ორიდან პირველ აღმართზე, კაპუჩინიზე წამოიწყო შეტევა და დაწინაურებულთა ჯგუფს გამოეყო. „EF ედუქეიშინ-იზი პოსტის“ 22 წლის მრბოლმა ბოლომდე შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ამ სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად, კანადელმა დერეკ გიმ და იტალიელმა ფილიპო ზანამ დაიკავეს.
კაპუჩინიზე მეორედ ასვლისას, ჯგუფს ვუელტას სამგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი გამოეყო და თავისი უშუალო კონკურენტები ჩამოიტოვა. თუმცა მერე ბრიტანელები, გერეინ თომასი და ტაო გეოგეგენ ჰარტი წამოეწიენ. ევენეპოელი კი ჩამორჩა და ფინიშთან ამ სამეულთან 14 წამი წააგო. თავის მხრივ, ევენეპოელს 20 წამით ჩამორჩა ნორვეგიელი ანდრეას ლეკნესუნდი, თუმცა ამის მიუხედავად, მან ლიდერობა მაინც შეინარჩუნა და ახლა ევენეპოელს 8 წამს უგებს.
კვირის დროზე ინდივიდუალურ რბოლაში, მონაწილეებს 35 კილომეტრი აქვთ გასავლელი.