„ჩელსიმ" არგენტინელ სპეციალისტ მაურისიო პოჩეტინოსთან კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ლონდონური კლუბის ოფიციალურ განცხადებას მალე ელოდებიან.
პოჩეტინომ მიიღო გრძელვადიანი შეთანხმების ყველა პირობა. მწვრთნელსა და „ჩელსის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აპრილში დაიწყო და თითქმის თვენახევარს გაგრძელდა.
არგენტინელი 2022 წლის ივლისიდან უმუშევარია, როდესაც პსჟ-დან გამოუშვეს.
პოჩეტინოს სურს ნახევარმცველი, მეისონ მაუნტი, „ლურჯების“ საკვანძო მოთამაშედ აქციოს. მედია „ჩელსის“ პრობლემურ პოზიციებზეც წერდა, რაც არგენტინელმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარშიც აღნიშნა.