პსჟ-ის მცველი, აშრაფ ჰაქიმი, მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზე ოცნებობს - გვამცნობს L’Équipe.
შეგახსენებთ, რომ მაროკოელი მადრიდული კლუბის აღზრდილია.
ჰაქიმს სურს, მაგრამ პსჟ-ის ყატარელი მფლობელები მზად არ არიან „რეალთან“ მოლაპარაკებისთვის.
მაროკოელმა მცველმა მიმდინარე სეზონში პარიზულ კლუბში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი პსჟ-სთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.