დღეს, 13 მაისს, პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „საუთჰემპტონი“ „ფულემთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონს ოფიციალურად დაემშვიდობა.
„წმინდანებს,“ რომლებიც 36 მატჩიდან 24 ქულით ამჟამად ბოლო, მე-20 საფეხურზე დგანან, მე-17 ადგილთან, რომელიც მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენის უფლებას იძლევა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე რვა ქულა აშორებთ.
„საუთჰემპტონი“ პრემიერლიგაში 2012/2013 წლების სეზონიდან თამაშობს. მიმდინარე ჩემპიონატში მათ 24 მარცხი განიცადეს, მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა სეზონში.
ისინი ისტორიაში მესამედ დაქვეითდნენ ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან. ეს ადრეც მოხდა 2005 და 1974 წლებში.