ფეხბურთი

17:30 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ზოგჯერ არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო, ეს ამბავი მოიგონეს"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩებზე კომენტარი გააკეთა. მან ასევე გამორიცხა ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლა და დაადასტურა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება.

„ჩემი აზრით, „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩში ყველაფერი ღიაა, 50/50%-ზე. მეორე მხრივ, „ინტერმა“ შესაძლოა „მილანთან“ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია.

ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლა? ხანდახან არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. წერენ, რომ ჩვენ სხვა რამეზე ვფიქრობთ, მაგრამ ერთმანეთთან კონსულტაციის გარეშე, მაშინვე ყველა მედია წერს იგივეს. ჩვენ არასდროს გვისაუბრია ფინალის თარიღის ან ადგილის შეცვლაზე. ვინც ეს დაწერა, უბრალოდ, ამბავი მოიგონა“, - თქვა ჩეფერინმა.

0.116652