იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მის შესახებ მანამდეც იცოდა, სანამ „ნაპოლიში“ გადავიდოდა.
„მისი თამაში იტალიაში გადმოსვლამდე გაცილებით ადრე ვნახე, დიდებული თვისებები აქვს. იტალიური პასპორტი რომ ჰქონდეს? ისედაც მოვძებნიდით ასეთ მოთამაშეს, მაგრამ პასპორტით უფრო ადვილი იქნებოდა. ეს არის ის, რასაც მთელ მსოფლიოში ყველა აკეთებს“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ხუთჯერ პენალტი მოიპოვა.