„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ერთმანეთს შეხვდნენ.
ცხადია, მათ სპალეტის მომავალი განიხილეს, თუმცა, ამ დროისთვის იტალიური მედია დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. შეხვედრიდან გამოსულმა დე ლაურენტისმა და სპალეტიმ კომენტარი არ გააკეთეს.
„აძურის“ პრეზიდენტმა უბრალოდ იხუმრა: „მშვიდად იყავით. ჩემპიონთა ლიგის მოგება? ყოველთვის მოვიგებდი, ყოველ წელს, მაგრამ მოედანზე მე არ გავდივარ“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ლუჩანო სპალეტკი კი დარჩება თუ არა გუნდში, ალბათ სეზონის დასრულების მერე გაირკვევა.