ფეხბურთი

23:15 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის და დე ლაურენტისის შეხვედრა შედგა, მათ მომავალზე ისაუბრეს

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დღეს საღამოს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და ერთად ივახშმეს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეთა განსახილველი თემა ცხადია სპალეტის მომავალი იყო. ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ, ლუჩანო ნეაპოლში დარჩენის შანსი იზრდება.

მისი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ცალმხრივად ავტომატურად გახანგრძლივდა, რაც ტოსკანელ სპეციალისტს ძალიან არ მოეწონა და მისი პოზიცია ჟურნალისტებთან გასულ დღეებშიც დააფიქსირა. სწორედ ამიტომ დე ლაურენტისმა მწვრთნელთან შეხვედრა და საუბარი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, სპალეტის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - მას სურს, დე ლაურენტისგან გარკვეული გარანტიები მიიღოს, რათა მისი გუნდი ისევ კონკურენტუნარიანი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.124769