ფეხბურთი

22:45 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მიქაუტაძეზე მეტი ვიცით, მაგრამ სტადიონისკენ დავითაშვილიც გვიბიძგებს

ფრანგული გამოცემა Ouest-france სტატიას აქვეყნებს ლიგა 2-ის 35-ე ტურსა და იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ამ ტურში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ერთ-ერთი ზურიკო დავითაშვილია.

ფრანგული საიტი ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს, რომ გიორგი მიქაუტაძეზე უფრო მეტია ცნობილი, მაგრამ ზურიკოსაც შეუძლია სტადიონზე გულშემატკივრების მოზიდვა.

„ლიგა 2-ის ამ სეზონში მეორე ქართველის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ უფრო მეტი ვიცით. თუმცა, 22 წლის ზურიკო დავითაშვილის იმ ფეხბურთელთაგანია, ვინც გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ უბიძგებს. გასულ შაბათს მან „კაენთან“ ერთადერთი გოლი გაიტანა, რომელიც მე-4 იყო ამ სეზონში და ძვირფასი გამარჯვება მოაპოვებინა გუნდს, რაც ჟირონდელებს საშუალებას აძლევს 3 ქულით უსწრებდნენ „მეცს“ ამ ორ გუნდს შორის დისტანციური სპრინტი გაიმართება.

კალენდრის თვალსაზრისით, „ბორდოს“ უფრო იოლი მატჩები აქვს: შაბათს „კევილს“ ეთამაშება, 20 მაისს „ლავალს“ უმასპინძლებს, 37-ე ტურში „ანესის“ ესტუმრება, ბოლო კი შინ „როდეზს“ დაუპირისპირდება“, - წერს გამოცემა.

0.117378