საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლენოვო ტენერიფე“ იერუსალიმის „ჰაპოელთან“ დაძაბულ ბრძოლაში 68:69 დამარცხდა, შედეგად, ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ესპანელებმა მეორე და მესამე პერიოდი ჩააგდეს, რაც ძვირად დაუჯდათ.
გიორგი შერმადინმა 28:40 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.
გიორგი თანაგუნდელთა შორის მარსელინო უერტასის შემდეგ, რომელმაც 20 ქულა მიითვალა, საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ შერმადინი მეორე კალათბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში 900-ქულიან ზღვარს გადასცდა.
აღსანიშნავია, რომ „ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგა გასულ სეზონში მოიგო, ამრიგად, ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხა.