ფეხბურთი

1:46 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემის" და "ბაზელის" ქამბექი კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგის ნახევარფინალისტ პირველ მატჩებში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა, მაგრამ მაინც გადამწყვეტი საპასუხო შეხვედრები იქნება.

ფლორენციის „ფიორენტინა“ შვეიცარიულ „ბაზელთან“ ფავორიტი იყო, ტაიმის მოიგო, 71-ე წუთამდეც იგებდა, მაგრამ საბოლოოდ წააგო და ფინალს დაშორდა. იტალიურ გუნდს ახლა შვეიცარიაში აუცილებლად მოსაგები აქვს, რაც ადვილი არ იქნება. „ბაზელი“ კი ფინალთან ახლოსაა, არადა, გავიხსენოთ, რომ გუნდის გაგდებასთან ბრატისლავის „სლოვანს“ წამები დააკლდა.

იდენტური სცენარი ჰქონდა „ვესტ ჰემის“ და „ალკმაარის“ მატჩს, ოღონდ საპირისპირო. „ალკმაარმა“ ტაიმი მოიგო, მეორე ნახევარში კი ლონდონელებმა ორჯერ გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. ცხადია, „ვესტ ჰემს“ ჯერ არაფერი აქვს გარანტირებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობა აქვს და შესაბამისად, ფინალთან უფრო ახლოსაა, ვიდრე „ალკმაარი“.

„ფიორენტინა“ – „ბაზელი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კაბრალი (25), 1:2 დიუგი (71), 1:2 ამდუნი (90)

„ვესტ ჰემი“ – „ალკმაარი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 რიენდერსი (41), 1:1 ბენრაჰმა (67), 2:1 ანტონიო (76)

0.114782