ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საოცარი გრძნობაა და ეს დღე არასდროს დაავიწყდება.
„ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონია - ამას რომ ვიაზრებ, საოცარი განცდაა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები ესწრებოდნენ ჩემს გამოსვლას და ერთად გავიხარეთ.
ლაშას მინდა მივულოცო ეს ბრწყინვალე გამოსვლა, ძალიან ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. მთლიანად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს“, - თქვა მაისურაძემ
შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა, მაგრამ გარდა ამისა, პლანეტის პირველობაზე მანამდე ორი ბრინჯაოს მედალიც ჰქონდა მოპოვებული.