საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა Sofoot-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მიმდინარე სეზონით კმაყოფილია, მაგრამ მომდევნო სეზონში უკეთესად ითამაშებს.
- როგორ შეაფასებთ საფრანგეთში გატარებულ პირველ თვეებს?
- როცა ჩამოვედი, მაშინვე თავი ძალიან კარგად ვიგრძენი ამ კლუბში, მიხარია, რომ აქ ვთამაშობ. გარდა ამისა, პირველივე მატჩში გოლი გავიტანე, რაც ძალიან დამეხმარა ნდობის მოპოვებაში. კარგ სეზონს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-ში გადასვლა შეგვიძლია. ვფიქრობ, ჩემი თამაში სადებიუტო სეზონში საკმაოდ კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, მომავალ წელს უკეთესი ვიქნები.
- როგორ მოხვდით „ბორდოში“?
- ზაფხულში „ლორიენთან“ მქონდა შეხება. ხელმძღვანელებმა დამირეკეს, მითხრეს, რომ უნდოდათ ჩემი დამატება, მაგრამ შემდეგ რატომღაც არავინ გამოჩნდა. მაშინ ჩემმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა მითხრა „ბორდოს“ შესახებ. დამარწმუნა, რომ კარგი იდეა იქ აქ წამოსვლა. თუმცა, ისედაც ვიცოდი, რომ ეს ძალიან კარგი კლუბი იყო.
- ვილი სანიოლი „ბორდოს“ 2014-2016 წლებში წვრთნიდა. განიხილეთ თუ არა, მასთან ჟირონდელებში ტრანსფერი?
- დიახ, რა თქმა უნდა. მან მითხრა „ბორდოზე“, რომ კარგი გუნდი იყო. ისიც დამეხმარა არჩევანში. თუმცა, ნამდვილად, მამუკა, ჩემი აგენტი მართავდა ამ ტრანსფერს.
- რა განსხვავებაა საქართველოს უმაღლეს და საფრანგეთის მეორე დივიზიონს შორის?
- საქართველოში საკმაოდ კარგი ლიგაა, მაგრამ ლიგა 2 სჯობს თამაშის ინტენსივობით და სისწრაფით, აქ მხოლოდ კარგი გუნდები არიან, შეუძლებელია იოლად, 6:0 მოიგო. ყველა მატჩი ძალიან რთულია, 90-ე წუთამდე. ვფიქრობ, ეს არის დიდი განსხვავება საქართველოს ჩემპიონატთან.
- როგორ ახერხებთ თანაგუნდელებთან ურთიერთობას?
- ცოტა რთულია, რადგან ფრანგული ენა არ ვიცი. თუმცა, ინგლისურად ვახერხებ კომუნიკაციას, ასე რომ შემიძლია თანაგუნდელებთან საუბარი და მწვრთნელების მითითებების გაგება. რუსულად დანილო იგნატენკოსთან საუბარი უფრო ადვილია. ერთი-ორჯერ რესტორანში ერთად წავედით. თუმცა, უკეთესი იქნება, ფრანგულად თუ ვისაუბრებ და ამჟამად ვსწავლობ.
- იცით, რამდენიმე სიტყვა?
- დიახ, შემიძლია ვთქვა, გამარჯობა, კარგად ვარ, მარცხნივ, მარჯვნივ (იღიმის - რედ).
- ბორდოში ცხოვრება მოგწონთ?
- საქართველოს მყავს ოჯახი, მეგობრები, ამიტომ იქ ყოფნა უფრო ადვილია, მაგრამ საფრანგეთში კარგად ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სახლში ვარ. ხანდახან ბორდოს ცენტრში სასეირნოდ დავდივარ, რაც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი აქ, რადგან იქ არის ყველაფერი, მაღაზიები, რესტორნები, ძალიან ლამაზი ადგილია და მიყვარს იქ სიარული.
- შენი შეყვარებული შენთან ერთადაა ჟირონდაში?
- დიახ, ის ისევ ჩემთანაა. მას მოსწონს აქაურობა, უყვარს სტადიონზე მოსვლა ჩემი თამაშის სანახავად, აფასებს გულშემატკივრის მიერ შექმნილ ატმოსფეროს. გარდა ამისა, ქალაქში უამრავი ადგილია სანახავი. ხშირად დავდივართ რესტორანში, საყიდლებზე, ეს კარგია.
- ქართულ ღვინოს კარგად უნდა იცნობდეთ, მაგრამ ბორდოს ღვინო გასინჯეთ?
- არა, ჯერ არა. მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კარგი ღვინოა და მალე დავაგემოვნებ.
- რას აკეთებ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ?
- კალათბურთის თამაში მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, სად შეიძლება ვითამაშო. ასევე მიყვარს კარტინგი.
- ანუ, NBA-ს უყურებ?
- დიახ, ვუყურებ, ჩემი საყვარელი გუნდი „გოლდენ სტეიტია“, საყვარელი მოთამაშე კი სტეფ კარი.
- კალათბურთზე გვესაუბრებით, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საქართველოში სპორტის მეფე რაგბია...
- ვფიქრობ, დღეს ყველაზე პოპულარული სპორტი საქართველოში ფეხბურთელია. თუმცა, რაგბიც ძალიან პოპულარულია. მსოფლიოს ჩემპიონატს ყველა ველოდებით. ეროვნული ნაკრების მატჩებს ვუყურებ, მომწონს ეს სპორტი. პატარა რომ ვიყავი, ხანდახან ვთამაშობდი, ჩემი სტილი მარტივი იყო: აიღე ბურთი და რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი (იღიმის - რედ).
- ბავშვობაში რით იყავით დაკავებული?
- სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ფეხბურთის გარშემო ტრიალებდა. 5 წლის ვიყავი თამაში რომ დავიწყე, ყოველთვის ბურთთან ერთად ვიყავი, სახლში თუ სხვაგან. ხანდახან სკოლას ვტოვებდი და ვარჯიშზე მივდიოდი. მამაჩემი ყოფილი ფეხბურთელია, რჩევებს მაძლევდა უკეთესად როგორ მეთამაშა, ჩემი მწვრთნელიც იყო „დინამო თბილისში“ ორი წლის განმავლობაში. ის ყოველთვის მეხმარებოდა.
- სწორედ ამ კლუბში გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია?
- 10-11 წლის წინ „დინამო თბილისში“ ერთად მოვხვდით. შემდეგ მე თბილისის „ლოკომოტივში“ წავედი, ის „რუსთავში“, მაგრამ ყაზანის „რუბინში“ ერთად მოვხვდით, ნაკრებშიც ერთად ვართ. ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ძალიან ახლობლები.
- თავიდან მასზე უკეთესი იყავით?
- ამის თქმა დიდად არ მსიამოვნებს! ის ადრეც ძალიან კარგი ვიყავი, მასზე უკეთესი არ ვიყავი, ასე არ არის, მაგრამ როდესაც Playstation-ს ვუგებ, ყოველთვის ბრაზდება!
- კვარადონას ეძახით?
- ყოველთვის კვარას ვეძახი, ან ხვიჩას. კვარადონას არა.