ფეხბურთი

16:16 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" შესაძლოა სეზონის შემდეგ სამხრეთკორეაში მინი-ტურნეში გაემგზავროს

იტალიის ახალი ჩემპიონი „ნაპოლი“ სეზონის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ, სამხრეთკორეაში, მინი-ტურნეში გაემგზავრება, რომელიც 5-6 დღე გაგრძელდება.

ნეაპოლური მედიის ცნობით, „აძური“ კიმ მინ-ჯეს სამშობლოში 8-10 ივნისს ესპანური „მალიორკას“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. „მალიორკას“ რიგებშიც თამაშობს სამხრეთკორეელი ფეხბურთელი - კან ინ ლი.

აღსანიშნავია, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო შეკრებამდე კორეაში გუნდთან ერთად წასვლა მოუწევს. სერია A-ს სეზონი თავის მხრივ 4 ივნისს სრულდება.

თუმცა, სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია უარყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტურნეს შესახებ მათ არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ, თანაც 10 ივნისს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურია ჩანიშნული.

თეგებინაპოლი
0.116491