ფეხბურთი

10:09 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკომ თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალში გაიტანა გოლი

„ინტერის“ ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გოლი გაიტანა. თამაში „ინტერის“ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

ეს გოლი ჯეკოსთვის ტურნირის ამ ეტაპზე მესამე გახლდათ კარიერაში. ჯამში, ეს მისი მესამე მატჩია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. მანამდე ორივეჯერ „ლივერპულის“ კარი დალაშქრა. ამრიგად, ის ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალურ მატჩში იტანს, რომელშიც მონაწილეობს.

ჯეკო ტურნირის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირიც გახდა. ბოსნიელი 37 წლისა და 54 დღის ასაკში გამოირჩა. მხოლოდ რაიან გიგზს გაუტანია გოლი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში უფრო მოწიფულ ასაკში - 2011 წელს მან 37 წლისამ და 148 დღისამ მოახერხა მეტოქის კარის აღება - გვამცნობს სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta.

თეგებიედინ ჯეკო
0.116873