არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მეოთხე სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, რომელიც ამავდროულად იყო მსოფლიო სერიის პირველი ეტაპი. საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია - 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ : ნიკა კენჭაძე ( 80 კგ), დავით ფირუზაშვილი ( 90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა ლევან ქელეხსაშვილი ( 70 კგ), დავით ხუციშვილმა ( 90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს სინგაპური ივნისში უმასპინძლებს.
GEONOC.ORG.GE