სხვა

1:34 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მეოთხე ეტაპი პარეტ-პაინტრემ მოიგო

„AG2R სიტროენის“ ფრანგმა ველომრბოლმა ორელინ პარეტ-პაინტრემ ჯირო დ’იტალიას მეოთხე ეტაპი, რომელიც ასევე სპრინტერული ფინიშით დასრულდა. რაც მთავარია, შეიცვალა ლიდერი - ვარდისფერი მაისური (მალია როსა) ბელგიელ რემკო ევენეპოელს ნორვეგიელმა ანდრეას ლეკნესუნდმა ჩამოართვა.

175-კილომეტრიანი რბოლის 79 კილომეტრის შემდეგ, პელოტონს 7-კაციანი ჯგუფი გამოეყო, რომელთა შორისაც, პარეტ-პაინტრე და ლეკნესუნდიც (ტიმ DSM) იყვნენ. ბოლო აღმართზე სწორედ ამ ორმა ველომრბოლმა შეძლო დაწინაურება. მათვე გაითამაშეს სპრინტერული ფინიში, რომელიც ფრანგის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, საოლოოდ ორივე გამარჯვებული დარჩა. მესამე ადგილი კი იტალიელმა ვინჩენცო ალბანეზემ (ეოლო-კომეტა) დაიკავა.

„ამ სეზონში ჩემი მთავარი მიზანი, ჯიროზე კარგი გამოსვლა იყო. ამ დღისთვის ბევრი ვივარჯიშე. ვიცოდი, რომ დღეს ბრძოლა შეიძლებოდა. ამიტომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლე. ვიცოდი, რომ ლეკნესუნდზე სწრაფი ვიყავი. ჩვენ ბოლომდე ვითანამშრომლეთ. მან მალია როსა მიიღო, მე კი ეტაპი მოვიგე. მოკლედ, ორივე კმაყოფილი ვართ“, - განაცხადა პარეტ-პაინტრემ.

მეოთხე ეტაპის შემდეგ, ლეკნესუნდი 28 წამს უგებს ევენეპოელს. პარეტ-პაინტრემ კი მესამეზე გადაინაცვლა. ამ ჩამოქვეითების მიუხედავად, ევენეპოელი კვლავაც მთავარ ფავორიტად რჩება.

0.116696