ფეხბურთი

19:35 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "მანჩესტერში" დე ხეას პოტენციურ შემცვლელთა შორისაა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დავიდ დე ხეას პოტენციურ შემცვლელთა სიაში მოხვდა.

32 წლის ესპანელ მეკარეს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, გარდა ამისა, ბოლო დროს შეცდომებს ხშირად უშვებს, რის გამოც მისი ინგლისში დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

Goal.com-მა გამოაქვეყნა მეკარეების სია, რომლებმაც შეიძლება დე ხეა შეცვალონ. ჩამონათვალში არიან დიოგო კოშტა (პორტუ), მაიკ მენიო (მილანი), დავიდ რაია (ბრენტფორდი), დინ ჰენდერსონი (ნოტინგემი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ბარტ ვერბრუგენი (ანდერლეხტი) და გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია).

ქართველი მეკარის მონაკვეთში ცნობილი გამოცემა წერს: „დე ხეას პოტენციური მემკვიდრეობის ერთ-ერთი კანდიდატი „ვალენსიას“ წევრი გიორგი მამარდაშვილია. 22 წლის ფეხბურთელმა მეტეორული ზრდა განიცადა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად კონტრაქტი B გუნდთან გააფორმა. თუმცა, აჩვენა უმაღლესი კლასის მეკარის თვისებები და უნარები. ფეხით თამაშში ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ აქვს პოტენციალი, რაზეც ვარჯიშებზე მუშაობა შეიძლება. ის „ჩელსისაც“ დაუკავშირეს და შესაძლო კარიერის საწყის ეტაპზე „მანჩესტერის“ მთავარი მეკარეობა სარისკო იყოს, მაგრამ მანჩესტერელებს შეუძლიათ დიდი თანხის გადახდა, თანაც „ვალენსია“ ფინანსურ კრიზისშია. გავიხსენოთ, რომ მათ დე ხეა, როდესაც მხოლოდ 20 წლის იყო, 2011 წელს სწორედ ესპანეთიდან იყიდეს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ „ღამურების“ კარი 58 შეხვედრაში დაიცვა.

0.104988