მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი დიდი ალბათობით, სულ მალე საქართველოს ნაკრების წევრი გახდება.
РБ Спорт-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი საქართველოს მოქალაქეობის მიღების დასკვნით ეტაპზეა. რუსული გამოცემა წერს:
„ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებში არასდროს ყოფილა გამოძახებული, ამიტომ საქართველოს ნაკრებში თამაში უპრობლემოდ შეუძლიათ. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ მოქალაქეობის მიღების პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მარადიშვილის იმედი აქვს და მის გამოძახებას ივნისის მატჩებისთვის, კვიპროსისა (17 ივნისი) და შოტლანდიის ნაკრებებთან (20 ივნისი) გეგმავს“.
კონსტანტინე მარადიშვილმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ცოტა ხნის წინ რუსეთიდან საქართველოს ნაკრებში მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი გამოიძახეს, რომელმაც ასევე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ეს კონკრეტულად რუსეთიდან, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ნაკრებში თამაშობენ, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი მიქაუტაძე.