„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას არ აპირებს, უფრო მეტიც, მისი შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვს.
როგორც Radio kiss kiss Napoli იტყობინება, დე ლაურენტისი ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის განახლების შესახებ. ვიქტორს ნეაპოლელებთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 97 მატჩში 56 გოლი გაიტანა, მათ შორის, 28 მიმდინარე სეზონში.