ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირში ჩაერთო, მაგრამ პირველივე წრეში ასპარეზობას გამოეთიშა.
ქართველი იტალიელ ფლავიო კობოლის გაეჯიბრა, პირველ სეტში 2:5-ს აგებდა და თამაში შეწყვიტა, შესაბამისად, დამარცხდა. სავარაუდოდ, ბასილაშვილმა თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა.
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს წარუმატებელი პერიოდ უდგას და ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა.