ძიუდო

16:40 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

მარგველაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი დაამარცხა, ხოლო შემდეგ მონღოლ ერხემბაიერ ბატოგტოხს აჯობა, მეოთხედფინალში კი ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ვაჟამ ქართველ იაგო აბულაძეს მოუგო, რომელიც ნეიტრალური დროშით ასპარეზობდა. ამრიგად, მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა, დღეს კი ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

0.112692