„თელავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვარდარ მინასიანი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მინასიანთან ერთად კლუბი დატოვეს მისმა თანაშემწეებმა არტაკ ოსეიანმა და არტურ მკრტიჩიანმაც. როგორც კახური კლუბის ვებგვერდი წერს, ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და როგორც კი კონტრაქტი გაფორმდება, მის შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.
აქვე გეტყვით, რომ „თელავი“ სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ 7 ქულით მერვე-მეცხრე ადგილებს „სამტრედიასთან“ ერთად იყოფს.