ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი კახა ჩხეტიანმა დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
კლუბმა ქართველ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ჩხეტიანს იმერულ გუნდში.
„ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში 12 ტურის შემდეგ 19 ქულით მეექვსე ადგილზეა.