„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რატომ დაარტყა მეორე პენალტიც მან, მაშინ როდესაც პირველი ვერ გაიტანა.
„გოლის გატანა მინდოდა და მეორე პენალტის დარტყმა ვითხოვე. ვწუხვარ, რომ პირველი ვერ გავიტანე და როდესაც მეორე დაინიშნა, ჟიელინსკის ვთხოვე, რომ ეს პენალტიც დაეთმო. მადლობას ვუხდი გუნდს, რადგან ჩემს სეზონში დამსახურება ჩემს თანაგუნდელებსაც ეკუთვნით.
მინდა გავაგრძელო გოლების გატანა და მოგება. რაც შეეხება ბომბარდირობას, კონცენტრირებული ვარ და ვეცდები, გოლები კიდევ გავიტანო“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს სერია A-ში 23 გოლი აქვს გატანილი და უახლოეს მდევარ ლაუტარო მარტინესს 4 გოლით უსწრებს.