ფეხბურთი

1:40 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლი: "ნაპოლის" ფანებმა არ უნდა ინერვიულონ, დე ლაურენტისის ხელში პრობლემა არ იარსებებს"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კლუბის ფანებს მიმართა და უთხრა, რომ არ ინერვიულონ, სანამ კლუბს აურელიო დე ლაურენტისი ხელმძღვანელობს.

ჯუნტოლის „იუვენტუსს“ უკავშირებენ და მისი ამ განცხადების შემდეგ იტალიურ მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ ის „ნაპოლის“ დატოვებას აპირებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ანდრეა კიაველის და აურელიო დე ლაურენტისს, რომლებმაც „კარპიდან“ „ნაპოლიში“ მიმიწვიეს, მათ ნამდვილად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მის მთელ ოჯახს, რადგან თუ აურელიო ისე მექცეოდა, როგორც თავის ვაჟს, ედუარდო მექცეოდა, როგორც ძმას და ასევე მადლობა ლუიჯის და ვალენტინას. მადლობა ჯუზეპე პომპილიოს, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს ალესანდროს, რომელიც ერთი წლის წინ დაიბადა და მამაჩემს, რომელიც ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ ჩემი ყოველთვის სჯეროდა.

მინდა, ნეაპოლელებს ერთი რამ ვუთხრა: არ ინერვიულოთ მომავალზე, მე აქ 8 წელია ვარ და ყოველთვის მესმის, ვინ მიდის და ვინ რჩება. აურელიო დე ლაურენტისის ხელში პრობლემა არასდროს იქნება, ყოველთვის დიდი „ნაპოლი“ იქნება. მომავალი? ახლა ვცდილობ ვისიამოვნო ამ დღეებით, მომავალზე ფიქრისთვის დრო არის“, - აღნიშნა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელია გადაიბირა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს მხარეები თანამშრომლობას გაწყვეტენ.

0.145401