ფეხბურთი

16:00 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

WU17 | საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა პენალტების სერიაში დაამარცხა

უეფას განვითარების თასზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასკვნითი შეხვედრა გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინის ასაკობრივ ნაკრებს პენალტების სერიაში დაამარცხა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული 90 წუთის შემდეგ, 11-მეტრიანების სერიაში ჩვენმა გუნდმა 3:2 სძლია მეტოქეს. პენალტები ზუსტად მარიამ მამფორიამ, ნათია ჯოჯუამ და ლოლიტა კალოიანმა შეასრულეს. ჩვენი გუნდის მეკარემ, სალომე ხაჭაპურიძემ კი ორი 11-მეტრიანი მოიგერია.

უეფას განვითარების თასზე, რომელსაც ლიეტუვამ უმასპინძლა, ჩვენმა გუნდმა 3 შეხვედრა გამართა. ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩამდე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთთან და ლიეტუვასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

NAKREBI.GE

0.072367