ფეხბურთი

10:28 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია ლოჩოშვილზე: "უნაკლოდ ითამაშა და სეზონის განმავლობაში ძალიან გაიზარდა"

ბოლო დროს ქულების დაგროვება დაიწყო „კრემონეზემ“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს. ქართველი მცველიც კარგ ფორმაშია, რაც „სპეციასთან“ მატჩშიც (1:0) გამოჩნდა.

ლუკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და იტალიური მედიისგან კარგი შეფასებებიც მიიღო.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „მისი თამაში სოლიდურია. ყოველთვის მზადაა საქმეების გამოსასწორებლად. მისი პოვნა არასწორ პოზიციაში პრაქტიკულად შეუძლებელია“.

Eurosport 6.5 ქულა: „ქართველი სეზონის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. უნაკლო თამაში და ხშირად გადამწყვეტიც შეტევების ჩაშლისას“.

Calciocremonese 6.5 ქულა: „შესანიშნავი თამაში ქართველისგან, რომელიც ყოველთვის ახერხებს თავისი წვლილის შეტანას“.

Cremonasport 7 ქულა: „მის ზონას ვერავინ სცდება“.

Cuoregrigiorosso 7 ქულა: „ის, ვასკესი და კარნეზეკი პირველ ტაიმში „კრემონეზეს“ ცოცხალს ტოვებენ. მარცხენა ფეხით ან თავით ყოველთვის მეტოქეებს ასწრებს. ყოჩაღი და ჭკვიანიც. მეორე სართულზე „სპეციას“ არაფერს უტოვებს“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში სერია A-სა და იტალიის თასზე 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კრემონეზე“ სამშვიდობო ზონას 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში 14 მაისს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.

0.148592