ფეხბურთი

13:54 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მზადაა კიმის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯე „მანჩესტერ იუნაიტედის“ თვალთახედვის არეშია. იტალიური მედიის ცნობით, ინგლისელები მზად არიან აზიელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

„ნაპოლის“ კიმის შენარჩუნება სურს, მაგრამ შესაძლოა მას მაინც შეელიოს, რადგან ერთი წლის წინ სულ რაღაც 18 მილიონ ევროდ დაიმატა, ახლა კი შეუძლია 42 მილიონით მეტად გაყიდოს, რაც კლუბისთვის ფინანსურად მომგებიანი ოპერაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გოლის გატანა მოახერხა, ორივე სეზონის სტარტზე, „მონცასა“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ.

0.136123